Ordre du Temple

       

            

                                                        ტამპლიერთა ორდენი

 

          ცოტა ხნის წინ საქართველოში დაარსდა  ე.წ  ტამპლიერთა ორდენი და აბსოლუტურად მცდარი ჰიპოტეზით, აღნიშნული ორდენის დაარსება მიაწერეს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს.

      მოკლედ მიმოვიხილავ ისტორიული ასპექტით თუ რას წარმოადგენს ტამპლიერთა ორდენი.

   ლათ. Pauperes commilitones Christi Templique Solomonici  ნიშნავს   ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღატაკ რაინდებს  სხვაგვარად ტამპლიერებს ან/და ტამპლიერთა ორდენსაც უწოდებენ.

            რას წარმოადგენს ტამპლიერთა ორდენი?! — სამხედრო-რელიგიურ ორდენებს  შორის  ტამპლიერთა ორდენი იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო ორდენი დასავლეთ ევროპაში.

        ვინ დააარსა ტამპლიერთა ორდენი?! —ორდენი დააარსეს იერუსალიმში I ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ  ფრანგმა რაინდებმა.(XIIსაუკ.) ორგანიზაცია  ორი საუკუნის მანძილზე არსებობდა.

       ტამპლიერთა ე.წ  INFO — ტამპლიერები ატარებდნენ თეთრ მოსასხამს, რომელზედაც წითელი ჯვარი ჰქონდათ გამოსახული. 1128 წელს შემუშავებული წესდებით, რომელიც დამტკიცებულ იქნა პაპის ჰონორიუს II-ის მიერ) ორდენი მკაცრ ცენტრალიზებულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. 1139 წელს პაპმა ინოკენტი II-მ ტამპლიერებს დიდი პრივილეგიები უბოძა. ტამპლიერები აქტიურად მონაწილეობდნენ XII-XIII სს ჯვაროსნულ ლაშქრობებში, ორდენი თანდათანობით მდიდრდებოდა და მძლავრი პოლიტიკური ძალა ხდებოდა, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში ტამლიერების ორდენი უდუდესი ფეოდების მფლობელი გახდა. ორდენის გამდიდრების წყაროს ვაჭრობა, უმთავრესად მევახშეობა, წარმოადგენდა. ტამპლიერთა სახლი პარიზში ფართო საბანკო ოპერაციების ცენტრი ხდება. 1291-დან ტამპლიერები ჯერ კვიპროსზე, მერე კი ევროპაში, ძირითადად საფრანგეთში დამკვიდრდნენ.

ტამპლიერთა ფიესკო — ტამპლიერები მუდმივ პატივში არ ყოფილან, XIV საუკუნის დამდეგს საფრანგეთის მეფე ფილიპ IV ლამაზი იწყებს ორდენის წინააღმდეგ ბრძოლას. ტამპლიერებს ბრალი დასდეს მწვალებლობაში და მრავალ სხვა მანკიერებაში და 1307 წლის 13 ოქტომბერს ორდენის თითქმის ყველა წევრი დააპატიმრეს. 1310 წელს ორდენის დიდი მაგისტროსი ჟაკ დე მოლი და ყველა ტამპლიერი დაწვეს.

ორგანიზაციის ლიკვიდაცია —მას შემდეგ რაც ტამპლიერებს მწვალებლობაში დასდეს ბრალი და ყველა ტამპლიერი დაწვეს, ტამპლიერთა ორგანიზაცია ავინიონის პაპის კლემენტ V მიერ 1312  წელს საბოლოოდ გაუქმდა.

      თუ რამ განაპირობა აღნიშნული ორგანიზაციის ჩამოყალიბება საქართველოში ნამდვილად ვერ გეტყვით , მაგრამ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან და მითუმეტეს მის უწმინდესობასთან, აღნიშნული  მოსაზრებას განვამტკიცებ  2011 წლის 23 თებერვლის საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით.(ციტირება)

                  “როგორც ცნობილია, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II ინგლისში ყოფნის პერიოდში თბილისში დაფუძნდა ტამპლიერთა ორდენი, რომელსაც ფართო რეკლამა გაუწია მასმედიამ. გავრცელდა აზრი იმის შესახებაც, თითქოს ეს ორგანიზაცია პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და ამის დასამტკიცებლად გარკვეული კადრებიც იყო გამოყენებული.

გვინდა განვაცხადოთ, რომ ქართველ ტამპლიერთა ორდენის დაარსება კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით არ მომხდარა. ეს არის დეზინფორმაცია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

საერთოდ, როგორც ტამპლიერთა, ისე სხვა ორდენები მართლმადიდებლური სამყაროსათვის, მისი ტრადიციისა და კანონიკისათვის უცხოა და მიუღებელი. ისინი თავის დროზე კათოლიკურ სამყაროში რომის პაპის დაქვემდებარებაში ჩამოყალიბდნენ, მაგრამ ტამპლიერთა ორდენი XIV საუკუნის დასაწყისში პაპის მიერვე ანათემას გადაეცა და აიკრძალა.

ამ დროიდან მოყოლებული ევროპის ეკლესიებს ამ ორდენთან არანაირი იერარქიულ_სტრუქტურული ურთიერთობა არა აქვთ.

შევნიშნავთ, რომ საქართველოში რამდენიმე რელიგიური ორგანიზაცია არსებობს, რომელთაც მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირი არა აქვთ. მათ რიცხვს მიემატა სწორედ ტამპლიერთა ორდენიც, რომლის წარმომადგენლებიც ცრუ ინფორმაციით ცდილობენ ხალხის მოტყუებას და თავის წევრთა რიცხვის ამ გზით გაზრდას. ” (იხ.www. patriarchate.ge)

                                                                                                                       ზ

About zvikileaks

ზვიად გოგუაძე დაიბადა 1987 წლის 27 იანვარს. 2004 წელს დაამთავრა სურამის #2 საშუალო სკოლა "წარჩინებით". 2010 წელს დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის(თეუსუ) სამართლის ფაკულტეტი "წარჩიებით" მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2010წელს ჩააბარა და ამჟამად სწავლობს ივ. ჯავახიშვლის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის(თსუ) იურიდიულ ფაკულტეტზე მაგისტრატურაში, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის მიმართულებით.(2010-2012). 2009 წელს გაიარა საქართველოს პარლამენტის აპარატში სასწავლო პრაქტიკა. 2011 წელს არასრული სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში. 2005 წელს მუშაობდა ურბნისისა და რუისის ეპარქიასთან არსებულ რადიო "სამრეკლო"-ში. 2000-2002 წლებში იყო სურამის წმ. გიორგის სახელობის ტაძარის სტიქაროსანი. 2002 წლიდან დღემდე აღნიშნული ტაძრის მგალობელი ( II ხმა). 2006 წლიდან დღემდე სურამის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მედავითნე. 2004 წელს გაიარა ხარისხის მართვის ინსტიტუტში კომპიუტერული კურსები.
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

1 Responses to Ordre du Temple

  1. ninnaka ამბობს:

    დრო იხელთეს მისი უწმინდესობის ქვეყანაში არყოფნით. მაგრამ არ მესმის რა საჭიროა ილია ||-თვის ამის მიწერა. ალბათ უფრო რეკლამისთვის? ამით მოსახლეობა შეცდომაში შეყავთ… თუმცა როცა ადამიანი მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებულია ზემოთ, პოსტში აღნიშნულ საკითხებში, მარტივად გაათვითცნობიერებს საქმის არსს.

    P.S. ზვიკიი საინტერესო პოსტია. 😉

დატოვე კომენტარი