ამნისტია და შეწყალება , ეს ის “ჯადოსნური” სიტყვებია რომლებიც ადამიანებისათვის ფაქტობრივი მნიშვნელობის მინიჭებით და პრიმიტიული ახსნით საკუთარი ოჯახის წევრის ან ახლობლის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ოჯახში და ზოგადად- საზოგადოებაში დაბრუნებას ნიშნავს.
ზემოხსენებული ახსნა არის ამნისტიისა და შეწყალების ყოფითი გაგება, ხოლო სამართლებრივი გაგებით მიუხედავად ამნისტიისა და შეწყალების ამოცანათა თანხვედრისა, მათი სტრუქტურა განსხვავებულია, მე შევეცდები განვმარტო თითოეული მათგანის არსი.
როგორც ჩვენთვის უკვე ცნობილია ჩვენი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტი წარმოადგენს, სწორედ პარლამენტის კომპეტენციაა ამნისტის გამოცხადება კერძოდ, ამნისტია არის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორანოს განსაკუთრებული აქტი, რომლის ძალითაც დამნაშავეთა ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა ჯგუფი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ხოლო მსჯავრდებულნი სასჯელისაგან. გარდა აღნიშნული შემთხვევების ამნისტიის აქტით ხდება დანიშნული სასჯელის შემცირება ან შეიძლება მკაცრი სასჯელი შეიცვალოს სხვა, უფრო ნაკლებადმკაცრი სასჯელით. ახლა კი კონკრეტულად თუ რა შედეგი მოჰყვება ამნისტიის აქტს:
1. დამნაშავე შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან
2. მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელისაგან
3. მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს
4.მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით
5.მსჯავრდებულს შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა
რაც შეეხება შეწყალებას ეს უკანასკნელიც წარმოადგენს განსაკუთრებულ აქტს მაგრამ არა პარლამენტის მიერ მიღებულს და დამტკიცებულს, არამედ იგი საქართველოს პრეზიდენტის განსაკუთრებული აქტია. შეწყალების აქტის საფუძველზე ინდივიდუალურად განსაზღვრული პირთა ჯგუფი:
1. თავისუფლდება სასჯელის შემდგომი მოხდისაგან
2.მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს
3.მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით
4.სასჯელმოხდილს შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა
ამრიგად, მიუხედავად სამართლებრივი შედეგების თანხვედრისა ამნისტიას და შეწყალებას შორის არსებობს გარკვეული დიფერენცირება კერძოდ :
1. თუ ამნისტია წარმოადგენს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს განსაკუთრებულ აქტს___ შეწყალება პრეზიდენტის აბსოლუტური კომპეტენციაა.
2. თუ ამნისტია ცხადდება ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ___ შეწყალება ეხება ინდივიდუალურად განსაზღვრულ პირთა ჯგუფს.
მთავარი კი ვფიქრობ ის არის, რომ როგორც ამნისტია ისე შეწყალება სახელმწიფოს მიერ ჰუმანურობის გამოხატულება, დემოკრატიული პრინციპების პატივისცემა და მეორეს მხრივ დამნაშავისათვის ” ხელმეორედ დაბადების” ტოლფასია.
ზვიკიი რატომ დაადუმე ბლოგიიიი?